NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას”
სიახლეები

“ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას”

ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ჩემი პრეზიდენტობის ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა. ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს „კაცი“ და სინამდვილეში უმადური, მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს.

კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ივანიშვილის მხარდაჭერას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული სტატიები

სოფელი გიორგიწმინდა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

“მე მივდივარ ხვალ არჩევნებზე და ხმას ვაძლევ გრიგოლ ვაშაძეს”

მთავარი რედაქტორი

” ისეთ მასალას ავტვირთავ, მიშა მოგენატრებათ… “

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....