NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის დასრულებას ითხოვენ
საზოგადოება

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის დასრულებას ითხოვენ

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, უნივერსიტეტს ავტორიზაციააკრედიტაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა, ვადაზე ადრე მათთან შევიდა მონიტორინგის სამსახური და სასწავლებელს სტატუსი 4 მარტს შეუჩერა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ სტუდენტებს საჭირო განათლებას ვერ აძლევენ.

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქციის გამართვისთვის ემზადებიან. ისინი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში აქციაპერფორმანსს გამართავენ.

სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც სასწავლებელს რამდენიმე დღეში უნდა ჩაბარდეს. ისინი ითხოვენ საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მიმდინარე სემესტრის დასრულების შემდეგ შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბოლონიის ქვეყნების საბჭოს გადაუგზავნიან.

სტუდენტები პრემიერს განცხადებითაც მიმართავენ და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

პოპულარული სტატიები

საგარეო უწყება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

თაკო

გიორგი კეკელიძემ 17 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება გაავრცელა

მკვლელობა თბილისის ცენტრში – 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

თაკო
გადასვლა....