NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 21 წლის ფოტოგრაფს თბილისის მერია 20 000 ლარით დაეხმარება
საზოგადოება

21 წლის ფოტოგრაფს თბილისის მერია 20 000 ლარით დაეხმარება

თბილისის მერია 21 წლის ფოტოგრაფს გიორგი კალიაევს, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა, 20 000 ლარით დაეხმარება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა ვიდეო-დიალოგის დროს მიიღო, როცა გიორგის მეგობრებმა მერისთვის გაგზავნილ კომენტარებში, დახმარება ითხოვეს.
 
“თბილისის მერის ვიდეოდიალოგის დროს მსგავსი შინაარსის ბევრი მესიჯი დაიწერა. ფეისბუქ ლაივის დასრულების შემდეგ, კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება” – აცნობა საზოგადოებას მერიის პრესამსახურმა.
 
ცნობისთვის, 21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს ლეიკემია დაუდგინდა და სასწრაფოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება, რომელიც თურქეთში კეთდება.

პოპულარული სტატიები

“გაუპატიურებელი ოფოფი – სიგიჟის ზღვარზე”

თაკო

თეიმურაზ გორჯესტანი განცხადებას ავრცელებს

თაკო

“ძიუდოისტების” აქცია იწყება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....