NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზუგდიდში 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს
რეგიონი

ზუგდიდში 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს

მიმდინარე თვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სამოთახიანი სახლები დღეს კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5 სულიან ოჯახებს გადაეცათ.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 121 ადამიანია, მათგან 8 შშმ პირი, 4 მრავალშვილიანი, 3 მარჩენალდაკარგული და 53 ბავშვია.

პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017-2018 წლებში 91 სახლი აშენდა. სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

პოპულარული სტატიები

ავარია რუსთავში – ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

თაკო

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში

თაკო

ქუთაისში მდინარე დააბეტონეს

თაკო
გადასვლა....