NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს
სიახლეები

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

 

„მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით.

მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე. ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

პოპულარული სტატიები

პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის ცვლილებას აპირებს

მთავარი რედაქტორი

გახმაურებული მკვლელობის საქმიდან მთავარი მტკიცებულება გაქრა

მთავარი რედაქტორი

“მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ, ვინაიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს მიწაზე დგას”

გადასვლა....