NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა
რეგიონი შემთხვევა

ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა

ბაკურიანში მკვლელობა მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შსს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

პოპულარული სტატიები

“მტრედებს ვხოცავდით და ვჭამდითო…” – ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მძიმე ხვედრი

თაკო

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ – “ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა”

თაკო

გარდაცვლილი დედა-შვილი, უსახლკაროდ დარჩენილები და გამოუძიებელი საქმე – 2 თვე ფონიჭალის ტრაგედიიდან

თაკო
გადასვლა....