NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია”
სიახლეები

“ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია”

გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა,  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით.

„მესმის, რომ კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში. პროკურატურა იქნება ეს თუ პარლამენტი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

„დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდილობენ, თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კონტექსტში და არავის გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორაობებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, – განაცხადა გახარიამ.

პოპულარული სტატიები

SOCAR-ი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით ზრდის

მთავარი რედაქტორი

გაიგე ვინ მიიღებს მონაწილებას საპრეზიდენტო არჩევნებში

მთავარი რედაქტორი

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....