NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება
პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება

ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება – ამის შესახებ ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

„არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება.

პოპულარული სტატიები

“ქართული ოცნებიდან“ თუ წიხლით არ გააგდეს, არავინ წავა”

თაკო

ივანიშვილმა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა

თაკო

გაიგეთ, რა უპირატესობებით ისარგებლებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....