NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ღორის გრიპის” შემდეგ საქართველოში “ტკიპების შემოსევა” იწყება
საზოგადოება

“ღორის გრიპის” შემდეგ საქართველოში “ტკიპების შემოსევა” იწყება

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება. მათგან თავის დასაცავად მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით უნდა დაიცვან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება გრიპს, იმნაძის თქმით, გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო.

მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

“გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს საქართველოში წითელას 2 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. იმნაძის თქმით, საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

პოპულარული სტატიები

დეპუტატები, გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

თაკო

“სასწრაფო ვერ გამოვიძახე… გვერდზე ბავშვი მეწვინა და დილას დედა უნდა ენახა გვერდზე…”

თაკო

“მე ყველაფერს მპატიობენ, ჩემ მიმართ გამონაკლისს უშვებენ”

თაკო
გადასვლა....