NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რუსთავში CO-თი 7 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია
შემთხვევა

რუსთავში CO-თი 7 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 7 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი აბაზანაში ყოფნისას გახდა ცუდად, სადაც CO-მ , წყლის გამათბობლიდან გაჟონა. მოწამლულებიდან 6 პაციენტი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ბავშვების ბებია, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მედიკოსების ცნობით, ორმა ბავშვმა სახლში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინების შეგრძნება და ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.

ისინი სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დატოვებენ.

პოპულარული სტატიები

ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე _ დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია

თაკო

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი უკიდია

თაკო

“ნაძირალა ნანა კაკაბაძეს ვპირდები, რომ აუცილებლად უმძიმესად დაისჯება”

თაკო
გადასვლა....