NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ” ჩვენ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით“ – პაატა დავითაია “ინტერ რაოსთან” დადებულ ხელშეკრულებაზე
სიახლეები

” ჩვენ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით“ – პაატა დავითაია “ინტერ რაოსთან” დადებულ ხელშეკრულებაზე

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი “ინტერ რაოსა” და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს. პაატა დავითაიას თქმით, ეს ხელშეკეულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

“ინტერ რაოსა” და საქართველოს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება, 45 მლნ კილოვატსაათის ყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთს უფასოდ გადაეცემა. ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. 2012 წლამდე მოქმედი ხელშეკრულებით, აფხაზეთს წელიწადში 500 მილიონ კილოვატსაათს ვაწვდიდით უფასოდ. დანარჩენზე აფხაზური მოსახლეობა ფულს იხდიდა, რომელიც ე.წ. აფხაზურ ბიუჯეტში შედიოდა. 2012 წლის შემდეგ, ეს 500 მილიონი გაიზარდა ერთ მილიარდ კილოვატსაათამდე წელიწადში, რაც აფხაზეთში 28 რუსული სამხედრო ბაზის შექმნამ გამოიწვია. გამოდის, რომ საქართველო უფასოდ აძლევს ელექტროენერგიას რუსულ ბაზებს. 500 მილიონი სამჯერ გაანათებს აფხაზეთს. რუსული სამხედრო ბაზები იკვებება ქართული ელექტროენერგიით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ “ინტერ რაოდან” 45 მილიონი კილოვატსაათი შეისყიდა და ამას აწვდის აფხაზეთს. აბსურდია ჯერ ჩვენ ვიყიდოთ რუსეთისგან დენი და მერე ჩვენვე უნდა მივცეთ აფხაზეთს იგი რუსეთის გავლით. ეს არის სუფთა კომერციული კრიმინალური გარიგება. “ინტერ რაოსთან” ხელშეკრულება ფულის კეთების მიზნით გაკეთდა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. “ინტერ რაოს” ხელშეკრულება აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩვენ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

პოპულარული სტატიები

მარტვილში სტადიონზე ცეცხლი გაჩნდა (ვიდეო)

სარკოზი საქართველოშია (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა. ბავშვს ძალადობის ნიშნები სხეულზეც აღენიშნება.”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....