NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რომში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს (ფოტო)
სიახლეები

რომში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს (ფოტო)

რომში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს

რომში სასტუმრო „პალაცო ნაიადოსთან“, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა იმართება, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ემიგრანტები ამბობენ, რომ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

სასტუმროსთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციას აქვს ბრძანება, ისინი არ შეუშვან სასტუმროში.

 

პოპულარული სტატიები

“ჩემი ოცნებაა, რომ ვიცხოვრო მაღალმთიან სოფელში”(ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით”

თბილისში მამაკაცი მოკლეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....