NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის ადგილზე, რომში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
სიახლეები

სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის ადგილზე, რომში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან დღეს რომში 4 საათზე დაიწყება. ღონისძიება რომის ისტორიულ ცენტრში გაიმართება და ლიეჟში მომხდარი ინციდენტების გათვალისწინებით, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. – ინფორმაციას newposts ავრცელებს. ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის რომის ცენტრალური ადგილი, სადაც ირგვლივ ყველა ადგილზე გადაადგილდება პოლიცია. თვითონ ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და 24 საათი იცავს სპეცრაზმი.

„გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ლიეჟში ვნახეთ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული არის. ეს არ არის კარგი მიდგომა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს აგენტ-პროვოკატორების გამგზავნა და ა.შ. თუმცა ამაზე ადეკვატური ღონისძიებები შევიმუშავეთ ჩვენ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გამკაცრება. მინდა ვთქვა, რომ მენეჯმენტისგან მიღებული გვაქვს ესეთი თანხმობა, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ პიროვნებაზე, რომელიც არის შესაძლო აგენტ-პროვოკატორი, ან რაიმე პროვოკაციის მოხდენას აპირებს, ეს პიროვნება იქნება ადგილზე შეჩერებული და გადაცემული პოლიციას,“ – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბადრი მებურიშვილმა.

პოპულარული სტატიები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტაქსის 11 მძღოლი მოკლეს

დღეიდან სამტრედიაში გარევაჭრობა აიკრძალა

გოჩა ბარნოვი საზოგადოებას მორალურ თანადგომას სთხოვს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....