NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დღეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ
პოლიტიკა სიახლეები

დღეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ

დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება. ორგანიზატორი პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტია“.

აქციის მიზანია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის სოლიდარობის გამოხატვა.

აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებან.

დავით სარალიძის მამამ ხელისუფლებას საქმის გამოძიებისთვის ვადა 10 ივნისამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პარლამენტთან მასობრივ აქციებს განაახლებს. ასევე ცნობილია, რომ შსს-მ გუშინ მირზა სუბელიანი დააკავა და ამით ნათელი გახდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებები უკვე განახორციელეს სამინისტროში.

 

პოპულარული სტატიები

“ე ბიჭო მაცადე”- გახარია გოცირიძეს ( ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“მეორე თბილისობისთვის კალაძესა და ივანიშვილს ისევე გავაძევებთ, როგორც აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა”

თაკო

პატიმარმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თავის მოკვლა სცადა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....