NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ცაცხვში თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერის მოწყობას ითხოვენ
რეგიონი

ცაცხვში თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერის მოწყობას ითხოვენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ცაცხვში ნონა ესებუამ დღეს საკრებულოს მიმართა თხოვნით, სოფელში თამაზ ჟორჟოლიანი სახელობის სკვერის პროექტირებისთვის თანხა გამოიყოს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ნონა ესებუას თქმით, ხეივნის პროექტირებას, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდე სჭირდება.

„ეს არის ნახევარი ჰექტარი ფართობი, მაგრამ ასევე მიმდებარედ არის კულტურის სახლი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. ის იქნება მრავალფუნქციური, სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, მედპუნქტით. ცნობილმა მოქანდაკეьб ჯუმბერ ჯიქიამ შექმნა ესკიზები. გვჭირდება თანხა მისი პროექტირებისთვის. აუცილებуლია სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაю მითუმეტეს, რომ ეს არის ანაკლიისკენ მივალი გზა და მუნიციპალიტეტის კარიბჭე“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ხეივნის მოწყობის საკითხი მოქალაქეებმა სოფლის კრებაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას წამოჭრეს.

ზუგდიდის სოფელ ცაცხვში მდებარე სკვერს თამაზ ჟორჟოლიანის სახელი გასული წლის ნოემბერში მიენიჭა.

თამაზ ჟორჟოლიანი იყო ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. 1995-2014 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ბელგიის სამეფოში. თამაზ ჟორჟოლიანის ხელმოწერაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2016 წლიდან 2017 წლის ნოებრამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

პოპულარული სტატიები

გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თაკო

შვილის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს

მთავარი რედაქტორი

ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

თაკო
გადასვლა....