NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საუდის არაბეთმა ბინ ლადენის შვილს მოქალაქეობა ჩამოართვა
მსოფლიო ამბები

საუდის არაბეთმა ბინ ლადენის შვილს მოქალაქეობა ჩამოართვა

საუდის არაბეთმა ოსამა ბინ ლადენის შვილს, ჰამზა ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

დასავლური მედია წერს, რომ ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერად ყალიბდება. ბინ ლადენის შვილმა უკვე არაერთი აუდიო და ვიდეომიმართვა გაავრცელა და მიმდევრებს მამის მკვლელობისთვის აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნებზე შურისძიებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს, პაკისტანში მოკლა.

ჰამზა ბინ ლადენი აშშ-ს გლობალურ ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენი მოჰამედ ატას შვილზეა დაქორწინებული.

2001 წლის 11 სექტემბერს მოჰამედ ატამოთხიდან ერთ-ერთი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს გამოიყენა.

2001 წელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ალ-ქაიდამ“ აიღო.

პოპულარული სტატიები

სუმოს მსაჯის კიმონოზე საქართველოს დროშებია გამოსახული (ფოტო)

მთავარი რედაქტორი

ტრამპი კონგრესის შუალედურ არჩევნებში დამარცხდა

მთავარი რედაქტორი

მიტოვებული წყალტუბოს სანატორიუმი და CNN-ის ობიექტივში მოხვედრილი მძიმე რეალობა

გადასვლა....