NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “იმდენად უბედურები და საცოდავები ხართ, რომ გასაბრაზებლადაც კი მენანებით”
პოლიტიკა სოც.ქსელი

“იმდენად უბედურები და საცოდავები ხართ, რომ გასაბრაზებლადაც კი მენანებით”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი მუქარის წერილებს ეხმიანება.

 “მიშას და ნაცმოძრაობის ზონდერების ოცნებაა, გაანადგურონ ყველა, ვინც მიშაზე არ ლოცულობს დილა-საღამოს.  დღეს მათ ბელადს ისევ გაახსენდა რომ ქართველია და აქტიურია. ისინიც მის “ფეისზე” მყისიერად რეაგირებენ. საკმარისია ერთი სიტყვა თქვას და რაზმი მზად არის:  თავდასხმისთვის, შეურაცხყოფისთვის, დანაშაულის დაბრალებისთვის, გინებისთვის, ძალადობისკენ მოწოდებისთვის.

გუშინაც ერთ-ერთი ასეთი დღე იყო და მრავალფლანგიანი უნიჭო, უზრდელი, მორალს მიღმა კამპანია წამოიწყეს. სტანდარტული 1 პროცენტიანიდან მკვლელებამდე. ხოდა, ღმერთმა ნუ ქნას ოდესმე უსაქმოდ დავრჩე და თქვენთვის მოვიცალო, თორემ რა გეშველებათ დანაშაულის დაბრალებისთვის რომ გიჩივლოთ. ჯერ სასამართლოებიდან ვერ გამოხვალთ და მერე ბანკის ვალიდან ვერ ამოხვალთ ჯარიმების გადახდის რეჟიმში მყოფნი. ხოდა, მიხეილ სააკაშვილი და ყველა, ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ, ან საერთოდ რომელიმე ლიდერზე და პოლიტიკოსზე ლოცულობთ ძალიან საცოდავები ხართ, იმდენად უბედური და ცოდო ხართ რომ გასაბრაზებლადაც კი მენანებით”, – წერს თინა ხიდაშელი.

პოპულარული სტატიები

“ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს”

მთავარი რედაქტორი

“რუსეთმა თითი დაუქნია და ხაზარაძეს ბანკი წაართვეს”

თაკო

“მეორე თბილისობისთვის კალაძესა და ივანიშვილს ისევე გავაძევებთ, როგორც აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა”

თაკო
გადასვლა....