NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “პატლამენტარებს ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილი ფაილი არ გაუხსნიათ”
სამართალი

“პატლამენტარებს ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილი ფაილი არ გაუხსნიათ”

პარლამენტარებს “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილი ფაილი არ გაუხსნიათ. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

“მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან”, – აცხადებენ შს-ში.

შეგახსენებთ, დღეს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მის მიერ გაგზავნილი პორნოს ბმული მათიკაშვილმა ჩამოტვირთა და ნახა.

მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ ფაილი პოლიციის თანდასწრებით გაიხსნა.

პოპულარული სტატიები

“ბუტას უბედურება პოლიტიკურად სააკაშვილმა აქცია”

თაკო

“პატარკაციშვილის მკვლელობა სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული” _ პროკურატურა

თაკო

“ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, ტელეკომპანია „იმედში“ ყველაფერი დაგვემტვრია”

თაკო
გადასვლა....