NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება”
ეკონომიკა

“ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება”

ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტს ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარდა, შესაძლოა საფრთხეები შექმნას – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორიცუმის გენერალურმა  დირექტორმა  ლევან ახვლედიანმა  განაცხადა.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესა და “თიბისი ბანკის”  ირგვლივ განვითარებული მოვლენები მალე დასრულდება.

“ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებში დაიხურება ეს თემა და ამის მერე შევძლებთ თავისუფლად პროექტის გაგრძელებას. ინვესტორებმა გამოთქვეს შეშფოთება, მაგრამ არ აჩერებენ მუშაობას, რადგან ეს პროექტი ვერ შედგება თანამშრომლობის გარეშე. ამ პროექტის ბენეფიციარი ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ სახელმწიფო და მთელი ქვეყანა. არ დავიშურებთ ძალიახმევას, რომ გადავლახოთ დაბრკოლება და ვნახოთ გამოსავალი ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად. ეს პროექტი არ გაჩერდება”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანი განმარტავს კონსორციუმი და ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით მუშაობს და საერთაშორისო მნიშვნელობის პორტი პირველ გემსაც გეგმის შესაბამისად მიიღებს.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

პოპულარული სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

“მგზავრობის საფასური არ მოიმატებს”

თაკო

სურსათი, წამლები, საწვავი – ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს

თაკო
გადასვლა....