NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი
ბლოგი

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

იცით, რომელია ერთადერთი ფილმი, რომელიც ოსკარის ჯოლდოზე „საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში„ ნომინირებული იყო საქართველოს სახელით?

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ქართულმა კინოსტუდიამ ოსკარზე 2 ფილმი წარადგინა — გიორგი დანელიას „შემოდგომის მარათონი“ (1979 წელი) და თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1987 წელი).

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ საქართველომ სულ 17 ფილმი წარადგინა :

  1. 1996წ ნანა ჯორჯაძის “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
  2. 1999წ ზაზა ურუშაძის “აქ თენდება”
  3. 2000 ნანა ჯორჯაძის “ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა”
  4. 2001 ნოდარ მანაგაძის “ანგელოზის გადაფრენა”
  5. 2005 ლევან ზაქარეიშვილის “თბილისი- თბილისი”
  6. 2007 ალეკო ცაბაძის “რუსული სამკუთხედი”
  7. 2008 დიტო ცინცაძის “მედიატორი”
  8. 2009 გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირი”
  9. 2010 ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები”
  10. 2011 ოთარ იოსელიანის “შანტრაპა”
  11. 2012 რუსუდან ჭყონიას “გაიღიმეთ”
  12. 2013 ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის “გრძელი ნათელი დღეები”
  13. 2014 გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”
  14. 2015 ლევან თუთბერიძის “მოირა”
  15. 2016 რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
  16. 2017 ანა ურუშაძის “საშიში დედა”
  17. 2018 ზაზა ხალვაშის “ნამე”

 

თუმცა,  ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მოხვდა წლის საუკეთესო ხუთეულში და ამერიკის კინოაკადემიის ნომინაცია მიიღი.

ეს გახლდათ 1996 წელს გადაღებული  ნანა ჯორჯაძის ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“.

ფილმი ცნობილ ფრანგ კულინარზე მოგვითხრობს, რომელსაც ქართველი ქალი შეუყვარდება და ჩამოდის საქართველოში რესტორნის გასახსნელად, თუმცა მოვლენები ტრაგიკულად ვითარდება საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ.

საინტერესოა ისიც, რომ ქართულ-ფრანგულ ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი პიერ რიშარი ასრულებს.

პიერ რიშარმა გადაღებების პერიოდში საქართველოში 3 თვე გაატარა და შემდეგ კიდევ მრავალჯერ დაბრუნდა უკან, საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული. ის ფიქრისგორაზე სასტუმრო „ილიანიში“ ცხოვრობდა, რომელიც დღესაც მოქმედია. როგორც იხსენებენ მას ძალაინ უყვარდა სასტუმროს წინ კიბეზე ჯდომა და ჩვეულებრივი გამვლელების იმით გაოცება, რომ თბილისის ერთ პატარა ქუჩაში ასეთ ცნობილ მსახიობს ხედავდნენ.

პიერ რიშარისათვის ეს იყო პირველი და ერთადერთი როლი, რომლისთვისაც ჯილდო მიიღო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის (კანის კინოფესტივალზე). ხოლო საქართველოსთვის კი პირველი და ერთადერთი ფილმია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

პოპულარული სტატიები

“ისეთი უნდა გდრუზოთ 28ში, რომ თავი ვერ ამოყოთ”

თაკო

მუჟავა- ულამაზესი სოფელი საოცარი წარსულით

მთავარი რედაქტორი

“დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, რომ სიკვდილი გაახლაგაზრდავდა… შეიხედეთ ლეიკემიიის და ონკო ცენტრებში…”

თაკო
გადასვლა....