NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “საცოდავი საყურებელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ცოტაც და მეგონა ატირდებოდა”
პოლიტიკა

“საცოდავი საყურებელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ცოტაც და მეგონა ატირდებოდა”

“საცოდავი საყურებელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დაბნეული და შეშინებული. ძალიან უნდოდა რომ არ გაეცა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი. ცოტაც და მეგონა ატირდებოდა. რას უშვება ის კაცი ამ ხალხს?! რანაირად უნდა შეგაშინონ, რომ ასე საცოდავად გამოიყურებოდე. უფსკრულში ვართ გადაჩეხილები და ხელებს და ფეხებს ვასავსავებთ – ესაა ჩვენი რეალობა.

P.S. ბატონი ბიძინა ალბათ კმაყოფილი უყურებდა ლაშა ნაცვლიშვილთან და გოგა ხაინდრავასთან ერთად წინასწარ დაგეგმილად ჩაშლილ საკომიტეტო მოსმენას. ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინრდავა რომ ყველაზე ახლოსმყოფი მრჩევლები გეყოლება, უკვე სერიოზული დიაგნოზია”, – წერს სოციალურ ქსელში “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ესწრებოდნენ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.

პოპულარული სტატიები

აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

მთავარი რედაქტორი

„ნაციონალურ მოძრაობას” თუ უნდა, აქცია ბორჯომში გამართოს და ბორჯომის წყალი მიირთვას”

თაკო

„სალომე ქართველია? იცის ქართული ენა? პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ?”

თაკო
გადასვლა....