NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის
პოლიტიკა

ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის – ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა.

ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და ამბობს, რომ შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის “სოციალ-დემოკრატებთანაც”, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ – ამბობს ეკა ბესელია.

პოპულარული სტატიები

“ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების ყიდვა ნორმალურია?“ – მერიამ 1541 კუბოს შეკვეთა მისცა

თაკო

სარკოზი საქართველოშია (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ქვეყანაში არავინაა ვისაც ექნება ტრაკი, ხოლო ვისაც ტრაკი აქვს ის ხეებით ერთობა” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....