NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება”
პოლიტიკა

“არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება”

არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, რაშიც მას წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მონაწილობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხაზთან სიტუაციას მეთვალყურეობს.

„დღეს საფრანგეთი ძალიან ბევრს აკეთებს, რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო. მაკრონმა მკაფიოდ განაცხდა, რომ პარიზი საქართველოს მხარს უჭერს, რითიც შეუძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი აცხადებს, რომ ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი ფრაზაც კი უთხრა – „ნუ მეთამაშებით თქვენი საბჭოთა ხრიკებით“.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ზურაბიშვილი ხშირად ხისტია, მაგრამ ის დიპლომატიას აფასებს.

„ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა, როდესაც საქმე რუსეთთან დისკუსიას ეხება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საფრანგეთის დიალოგის დროს საქართველოს აუცილებლად ახსენებენ, თუმცა „წარმატების გარანტიას დღეს ვერავინ იძლევა“.

„არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწადინებულია გააგრძელოს ევროპული პროექტი“.

„ზურაბიშვილს სურს ქართული და ფრანგული ქალაქების დამეგობრება, ასევე საქათველოს წარდგენა ფრანგული წიგნების ბაზრობაზე და სხვა კავშირების გამყარებაც“, – ნათქვამია სტატიაში.

პოპულარული სტატიები

“რაც მეტი ნახავს ზურაბიშვილის და ბაქრაძის დებატებს, მით მეტი მისცემს ხმას ბაქრაძეს”

თაკო

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა “დამოუკიდებლობის” დღეს აღნიშნავს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

პარაგვაის პრეზიდენტი სენატორად გვევლინება

გადასვლა....