NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, მანამდე კი ლევან გოგიჩაიშვილი.

“ქართულ ოცნებაში” 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. დღეს კი ეს გადაწყვეტილება ნაცვლიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. წინააღმდეგი 10 დეპუტატი იყო, ხოლო მომხრე 42. ცვლილებების პროექტი დეპუტატებს ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარუდგინა.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს.

პოპულარული სტატიები

“გააბოლონ ივანიშვილის მარიხუანა, უფრო კაი რეიტინგებს დაწერენ”

თაკო

რატომ დაეცა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი? – The Economist გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

მთავარი რედაქტორი

თბილისში ხის მასალების საწყობი იწვის (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....