NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რა პირობით დათანხმდა ბიბილოვი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას?
პოლიტიკა

რა პირობით დათანხმდა ბიბილოვი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას?

სამხრეთ ოსეთია დეფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თანახმაა, თუ თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს, რომ შუამავალი იყო რუსეთი, თუმცა გვაქვს ყველაზე მთავარი მოთხოვნა. კიდევ ერთხელ, საქმე ეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. სანამ ეს არ შესრულდება, არაფერი გვაქვს სალაპარაკო, მიუხედავად იმისა, შევხვდებით თუ არა“, – თქვა ბიბილოვმა.

ბიბილოვი ფიქრობს, რომ საქართველო ე.წ. საზღვარზე პროვოკაციებს აწყობს. „ახლა ზამთარია და დიდად ვერ იხტუნავებ საზღვრებთან. ღამით მოდიან და ბოძებს აყირავებენ. დიდად ეს არ გვძაბავს, მაგრამ ჩვენი სამხედროები უხერხულობას განიცდიან“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან საღვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს.

პოპულარული სტატიები

“მეორე თბილისობისთვის კალაძესა და ივანიშვილს ისევე გავაძევებთ, როგორც აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა”

თაკო

ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები დაშალა

თაკო

“პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო არც ერთხელ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს”

თაკო
გადასვლა....