NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » „გავცელდა ინფორმაცია, რომ მე მეფარა რუსეთის ქუდი – ინტრიგების ნავლად დაინტერესდით სპორტის გაშუქებით”
სპორტი

„გავცელდა ინფორმაცია, რომ მე მეფარა რუსეთის ქუდი – ინტრიგების ნავლად დაინტერესდით სპორტის გაშუქებით”

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოჭიდავეს, ჯაბა ყველაშვილს, ქუდი ეხურა, წარწერით – RUSSIA (რუსეთი). ეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გააზიარა, თუმცა რამდენიმე საათში პოსტი წაშალა.

გაირკვა, რომ ქუდს არა RUSSIA, არამედ – RUSSELL ეწერა. ამის შესახებ სპორტსმენმა თვითონ განაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებისკენ თავი შეიკავონ, ამის ნაცვლად კი, სპორტის გაშუქებით დაინტერესდნენ.

„გავცელდა იმფორმაცია რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნავვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით…!!!!“ – დაწერა ყველაშვილმა სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

მადრიდში მოახლოებულ საფრთხეზე ზრუნვა დაიწყეს

შაკო ოდიშვილი

ბედნიერების წამებიდან – მოპოვებულ დიდებამდე!

შაკო ოდიშვილი

მბაპე vs მესი

ირაკლი გაჩეჩილაძე
გადასვლა....