NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს”
პოლიტიკა

“თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს”

“თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“ – ეს განცხადება მმართველი გუნდის დეპუტატმა, სოფო კილაძემ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურებიან, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება.

„ქართული ოცნების“ წევრებს იურდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

„უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეკა ბესელიამ უნდა განმარტოს, თუ რას გულისხმობს დეტალურად კანონპროექტი და ახსნას, თუ რა არგუმენტები აქვს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

„ეს მოიცავს, როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესს, ისევე მოიცავს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, სადაც ძალიან ბევრი საკითხია, რომელმაც უნდა გააჯანსაღოს სასამართლო სისტემა. ამიტომ რომ ვთქვათ, რომ ცალკე აღებული საკითხი, ერთი კონკრეტული დღეს რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს გამოიწვევს, ასე არ არის. იმიტომ, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ წინადადებას, ვფიქრობ, რომ ის შემოვა კომიტეტზე, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, თვითონ ერთი საკითხი, როგორც არის დანახული თვითონ, რომ ეს გადაარჩენს სასამართლო სისტემას, ამ საკითხს ასე არ დავინახავდი, რადგან ეს შეიძლება იყოს მთელი ამ პროცესის ნაწილი,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატი ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ. მას იურიდიული კომიტეტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

პოპულარული სტატიები

“აგერაა მტკიცებულება, თუ რა ძალა აქვს მაჯებში ირმა ინაშვილს”

თაკო

“გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი?”

თაკო

“ჭკუას ნუ გვასწავლის ნურცთინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი, სირცხვილია, უბრალოდ. მეტი- არაფერი“

გადასვლა....