NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ერდოღანის შეურაცხყოფისთვის კაცს 24 წიგნის წაკითხვა მიუსაჯეს
მსოფლიო ამბები

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის კაცს 24 წიგნის წაკითხვა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მოქალაქეს, 75 წლის კაცს ალი შაჰინს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის წიგნების კითხვა მიუსაჯა. მან 24 წიგნი უნდა წაიკითხოს, მათ შორის, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია.

ასაკოვანი მამაკაცი წაყენებულ ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამების მსხვერპლია.

სასამართლომ მას თავისუფლება არ აღუკვეთა, მაგრამ დაავალდებულა 24 წიგნი წაიკითხოს, მათ შორს პრეზიდენტის ბიოგრაფია, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლათა კრებული, 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ წიგნი, ასევე ისტორიული და რელიგიური ლიტერატურა.

პოპულარული სტატიები

უკრაინაში 40 მუშა შახტიდან არ ამოდის

მთავარი რედაქტორი

იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მთავარი რედაქტორი

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 500 საბრძოლო თვითმფრინავი განათავსა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....