NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საქართველოსა და ჰონ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი გვერდი

საქართველოსა და ჰონ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ივნისის ბოლოს, ჰონგ კონგში დაგეგმილ Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.

ამ შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ რაუნდში დასრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მარიამ გაბუნიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის პირობებს და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ინდოეთთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით ხდის დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად”, – განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

პოპულარული სტატიები

წულუკიანმა გახმაურებულ ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა

მთავარი რედაქტორი

The full story of Thailand’s extraordinary cave rescue

ბონუჩის გუნდის დატოვება სურს.

გადასვლა....