NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საქართველო, გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოება
ეკონომიკა

საქართველო, გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია რუსეთისგან გაზის შესყიდვას არ გამორიცხავს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„გაზის შესყიდვების დივერსიფიკაცია და ოპტიმიზაცია – დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, სადაც ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ არა ერთი მომწოდებელი იყოს, არამედ იყოს ერთზე მეტი მომწოდებელი. რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ, მათგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს იმ ფარგლებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. პირობების გაუმჯობესებაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ეს რთული მოლაპარაკებებია და დრო სჭირდება.

„გაზპრომთან“ გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ჩვენი პირობები ტრანზიტის, ისევე როგორც შესყიდვის, გავაუმჯობესოთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა კომპანიებმა და მოსახლეობამაც გაზი მიიღოს უფრო დაბალ ფასად. ამის პოტენციალი არის და ჩვენ ამას მივიღებთ ალბათ წელსაც“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პოპულარული სტატიები

დავით საგანელიძის ხელფასი 28 000 ლარიდან 20 500 ლარამდე შემცირდა

თაკო

ხურდის დამრგვალების წესი ძალაში შევიდა

თაკო

ბაზრებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტმა რამდენიმე თეთრით მოიმატა

თაკო
გადასვლა....