ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება
ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის წევრებმა კახა კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, სულხან მახათაძემ, ნინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა მოამზადეს.