NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 51-ე სკოლის დირექტორი: ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა
ახალი ამბები მთავარი გვერდი

51-ე სკოლის დირექტორი: ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

 

51- ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ მთელ სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ ის იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა“, – განაცხადა თურქაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძემ 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართა, მისი შვილის შესახებ გამოაშკარაონ ყველა ინფორმაცია.

პოპულარული სტატიები

სირიაში დაბომბვის დროს 44 ადამიანის დაღუპვაში უფლებადამცველები რუსეთს ადანაშაულებენ

რატომ დაეცა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი? – The Economist გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

მთავარი რედაქტორი

ვარლამ ლიპარტელიანმა აქციაზე ქვეყნის პირველ პირს მიმართა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....