NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 25თებერვალს,ახალგაზრდები მსვლელობას მართავენ – “არის ტრაგედიის და თავდადების დღე”
საზოგადოება

25თებერვალს,ახალგაზრდები მსვლელობას მართავენ – “არის ტრაგედიის და თავდადების დღე”

25 თებერვალს 15:00 საათზე, სტუდენტური გაერთიანება, “ეროვნული გამოღვიძება” აქცია-მსვლელობას გამართავს ვაკის პარკიდან – რუსეთის ყოფილ საელჩომდე.

ახალგაზრდები 1921 წელს რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს მიაგებენ პატივს.

“25 თებერვალს 15:00 საათზე ვიკრიბებით „ვაკის პარკის“ მთავარ შესასვლელთან, სადაც უამრავი ქართველი გმირი დახოცეს საბჭოთა ჩეკისტებმა. ამ ადგილიდან მოეწყობა რუსეთის ყოფილი საელჩოსკენ მსვლელობა და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ქართველი ახალგაზრდები ჩვენს აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია!

არის ტრაგედიის და ამავდროულად დიდი თავდადების დღეც. არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქართველ გმირებს არ მივაგოთ სამაგალითო პატივი, პატივი იმისათვის, რომ ისნი იცავდნენ ჩვენს თვითმყოფადობას” – ვკითხულობთ “ეროვნული გამოღვიძების” ანონსში.

პოპულარული სტატიები

“არ დავთმოთ ქვეყანა! არ დავთმოთ დამოუკიდებლობა! არ მოვაბრუნოთ 90-იანების “კორუფციული ბანდა”!”

მთავარი რედაქტორი

“არ არსებობს შობა, ეს ამბავი რომ არ გამახსენდე…”

მთავარი რედაქტორი

“სოციალურ ქსელში მიპოვა, მომწერა და რაც უნდა საოცარი იყოს, ზუსტად 15 დღეში დავქორწინდით”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....