NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 15 ციტატა წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“
ბლოგი

15 ციტატა წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“

 

  1. აგური არაფრის გამო, არაფრიდან, არავის თავზე არ დაეცემა.
  2. არასოდეს არაფერი ითხოვო! არაფერი თხოვოთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ძლიერები არიან! ისინი თავად შემოგთავაზებენ , თავად მოგცემენ ყველაფერს.
  3. ბოროტი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები.
  4. გაიგეთ, რომ ენას შეუძლია სიმართლის დამალვა, თვალებს – არასოდეს!
  5. ვინ გითხრა, რომ დედამიწაზე ნამდვილი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული არ არსებობს? უნდა მოაჭრა იმ მატყუარას საძაგელი ენა.
  6. უბედური ადამიანი დაუნდობელი და სასტიკია, იმიტომ რომ კეთილმა  ადამიანებმა დაუმახინჯეს სული.
  7. ადამიანი შინაგანი სურპრიზების გარეშე, საკუთარ ყუთში უინტერესოა.
  8. რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით.
  9. თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.
  10. თქვენ გისვამენ კითხვას – თქვენ პასუხობთ იმავე წამს, პასუხობთ გონიერად, თქვენ ფლობთ საკუთარ თავას და იცით რა უპასუხოთ, რათა დაფაროთ ჭეშმარიტება, დამაჯერებლად საუბრობთ და სახის ნაკვთების არც ერთი წერტილი არ შეირხევა. მაგრამ შემფრთხალი კითხვა სულის სიღრმიდან ელვის სისწრაფით ინთება თქვენს თვალებში და მორჩა, ის შესამჩნევია თქვენ კი დაგიჭირეს.
  11. ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შეიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.
  12. – თქვენ მწერლები ხართ?
    – რა თქმა უნდა.
    – მოწმობები მაჩვენეთ!
    – ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა…
    – თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
    – ვინ იცის, ვინ იცის.
    – დოსტოევსკი მოკვდა.
    – პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
    – მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
    – მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს.
  13. ყველგან ის ასწრებს, რომელსაც არსად ეჩქარება.
  14. ყოველგვარი ძალაუფლება ხალხზე ძალადობაა.
  15. თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.

პოპულარული სტატიები

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

მთავარი რედაქტორი

მუჟავა- ულამაზესი სოფელი საოცარი წარსულით

მთავარი რედაქტორი

ზუგდიდი კინოს გარეშე

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....