NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჯგალში მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია არ მიეწოდება, გაიგეთ როდის მოგვარდება ეს პრობლემა
პოლიტიკა საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

ჯგალში მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია არ მიეწოდება, გაიგეთ როდის მოგვარდება ეს პრობლემა

სოფელ ჯგალში წყლის პრობლემა აქტუალურია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის მეჩვიდმეტე ქუჩის მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ წყლის პრობლემა დიდი ხანია მოუგვარებელია მათ თემში. მათივე თქმით მათ წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი საათით მიეწოდებათ, ისიც დროგამოშვებით.

,,რომ არა წვიმის წყალი, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც ვერ მოვაგვარებდით სოფელში, ძალიან სამწუხაროა, რომ არავინ არ ფიქრობს პრობლემის მოგვარებას’’-აცხადებს ადგილობრივი.

უწყლოდ დარჩენილმა მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა პროტესტი , თუმცა უშედეგოდ. სამწუხაროდ ისინი რამდენიმე წელია ისმენენ ფუჭ დაპირებებებს. მეჩვიდმეტე ქუჩის მაცხოვრებლებს კვლავ აქვთ იმედი, იმედი იმისა რომ რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოუფხვრელი პრობლემა აღმოიფხვება და მათ კვლავ დაუბრუნდებათ წყალი.

ნიუსმედიას გუნდი დაინტერესდა ამ საკითხით. ჩვენ დავუკავშირდით სოფელ ჯგალის რწმუნებულს ბატონ მერაბ კვარაცხელიას. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს სოფელში, თუმცა ეს შეეხება სოფლის ნაწილს, სადაც 200-მდე ოჯახს გრაფიკით მიეწოდება წყალი.

ამის მიზეზად სოფლის რწმუნებული ამორტიზირებულ მილებს ასახელებს: ” წყლის მომარაგების მილი არის ამორტიზირებული და ყოველ კვირას გვიწევს მისი შეკეთება.”

ბატონი მერაბის ცნობით, წყლით სოფელს ჯგალს კურორტი სქური ამარაგებს. უახლოეს მომავალში იგეგმება სქურში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ამასთანავე ჩაიდგმება წყლის მილები, რის შედეგადაც სოფელ ჯგალში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს.

 

პოპულარული სტატიები

“დღეს წვიმაში წავედი ეკლესიაში, სანთელი დავანთე და გავცივდი”

მთავარი რედაქტორი

“ეს მიშას ბრძანებით ჩემი დარბეული ოთახია…”

მთავარი რედაქტორი

ოზურგეთის მერიას 88 – ვილნიუსისას კი, არცერთი მანქანა არ ემსახურება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....