NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჯგალის #1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება
პოლიტიკა რეგიონი საზოგადოება სიახლეები

“ჯგალის #1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება,  ინფორმაციას წალენჯიხის მუნიპალიტეტის მერია ავრცელებს. ნიუსმედია რამდენიმე თვის წინ პროტესტს გამოთქვამდა ჯგალის #1  საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო. როგორც განცხადებაში წერია, ინფრასტრუქტული პროექტი შეეხება ჯგალის სკოლასაც, რასაც მთელი “ნიუსმედიას” გუნდი მიესალმება.

“ჯგალის #1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც წელს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. სკოლაში სამივე სართულზე იცვლება კარები, რეაბილიტაცია უტარდება ფოიესა და დარბაზს.”

 

ჯგალში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე სევერიანე შეროზია. პროექტის ღირებულება შეადგენს 30 030 ლარს და სამუშაოებს კომპანია “ბინგო” შეასრულებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ჯგალის #1 საჯარო სკოლას არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია, პროექტის მიხედვით, ყველა ის სკოლა სადაც წლებია მოსწავლეებს ამორტიზებულ შენობაში უწევთ განათლების მიღება, ჩაუტარდებათ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ახალ სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები კეთილმოწყობილ გარემოში შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

პოპულარული სტატიები

“ჯაფარიძეს დაუგინებია, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო”

მთავარი რედაქტორი

“მე ხომ მეძახოდნენ გიჟს, სალომე ზურაბიშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული“

მთავარი რედაქტორი

2006 -დან 2018 წლამდე ლევან მურუსიძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....