NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჯაფარიძეს დაუგინებია, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო”
პოლიტიკა

“ჯაფარიძეს დაუგინებია, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო”

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.
კაცი იყო პოლიტიკური მდივანი,ე.ი,თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ,რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას,ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ,სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა,სამწუხაროდ,ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები,ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთერთი მფლობელი.რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული “გირჩი” არ მოევლინა.
“იდეურ განსხვავებებს” ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ.ოღონდ,იცოდეთ ბიჭებო,ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ.” – წერს სააკაშილი.

პოპულარული სტატიები

”მკვლელი, რომელმაც აფრასიძეების ოჯახი ამოწყვიტა! _ გახსენით საქმე და ჩაუხშეთ ხმა ამ რეგვენს!” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში…”

მთავარი რედაქტორი

“ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....