NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჯარისკაცი ირწმუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ
სიახლეები

ჯარისკაცი ირწმუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ

ჯარისკაცი ირწმუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ. მას შემდეგ კი რაც თანხის მიცემაზე უარი განაცხადა, მას სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცი ამბობს, რომ მისთვის 2 დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.ახალგაზრდა მშობლებმა კრწანისის სასწავლო ცენტრიდან დღეს სახლში გადაიყვანეს. დაშავებული აცხადებს, რომ ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა ჩვეული პრაქტიკაა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
„პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული,“-აცხადებს 19 წლის ჯარისკაცი ქაზიმ გახრამანოვი.

პოპულარული სტატიები

ცნობილია პირი, ვინც შინდისის მემორიალი დაარბია

მთავარი რედაქტორი

მამაკაცი მე-14 სართულიდან გადავარდა

მთავარი რედაქტორი

“სოცმუშაკთა გაზრდილი რაოდენობა, გაუმჯობესებული პირობები და განსაზღვრული გრაფიკი”_ სოცმუშაკები პეტიციით საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....