NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება”
საზოგადოება

“სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება”

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, უპასუხისმგებლობაა, მნიშვნელოვან თემებზე ყოველგვარი სპეკულაციები და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„განგაშისთვის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც მიღებული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავები ინფორმირებულები არიან, ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც ინფორმირებულები არიან. ყველამ შევიკაოთ თავი უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა ხულორდავამ.

პოპულარული სტატიები

ალილოს გამო, 7 იანვარს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

მთავარი რედაქტორი

ირაკლი კობახიძე გიტარაზე უკრავს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

რა სიახლეები იქნება განათლების სისტემაში?

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....