NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ხელფასის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი მედიკოსები გაიფიცნენ
საზოგადოება

ხელფასის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი მედიკოსები გაიფიცნენ

ვაზისუბნის მეოთხე საოჯახო-მედიცინის ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ არასათანადო სამუშაო პირობები აქვთ. მედპერსონალის მტკიცებით, ადმინისტრაცია მათ საჭირო ხელსაწყოებით არ უზრუნველყოფს.

საოჯახო-მედიცინის თანამშრომლების განცხადებით, რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი. დენის არ ქონის გამო ვერ მუშაობს რენდგენისა და ექოსკოპიის აპარატები.

„მეორე დღეა არ დაგვხვდა შუქი და წყალი ასეთ პირობებში წითელას ვაქცინაცია მიდის , გრიპით დაავადებულ პაციენტებს ვღებულობთ და ამ ყველაფრის გარეშე არ შეიძლება. ფინანსური პრობლემებიც არის, არიან ჩემი კოლეგები რომლებსაც რამდენიმე თვის დავალიანება აქვთ,“- ამბობს მედიცინის ცენტრის თანამშრომელი.

მედპერსონალი ჰყვება, რომ  მსგავს პირობებში იმყოფება მედიცინის ცენტრის სამივე ფილიალი. პრობლემებს აღიარებენ კლინიკის ხელმძღვანელებიც, თუმცა, ამბობენ ფინანსურ პრობლემებს მათ ჯანდაცვის სამინისტრო უქმნის.

კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, თუმცა მომსახურების ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან არასრულად ხდება.

“პრობლემები ძირითადად შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვინახევრა აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზის გამო, დღემდე პასუხის ვერ გავიგეთ ნახევარ ხელფასებს რატომ გვირიცხავენ. როცა მოთხოვნილი თანხის ნახევარს მოგცემენ მიღება ჩაბარების აქტზე,სულ სხვანაირად ვარ შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოდის იმის ნახევარი, შეიქმნება პრობლემა აბა რა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ ყველა პრობლემის მოგვარებას”-ამბობს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭედია.

გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრი. ირაკლი აბუსერიძე მედიცინის ცენტრის მედპერსონალს დაჰპირდა, რომ ის შეხვდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და გაფიცულ თანამშრომლებს ინფორმაციას პირადად მიაწვდის.

პოპულარული სტატიები

13 წლის გიორგი ქოჩქიანს პრემიერმა „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

მთავარი რედაქტორი

“რა წყევლაა ეს მთელ ოჯახზე დარჩით ვინმე სიბერემდე!”

მთავარი რედაქტორი

ბიჭი, რომელიც უხელოდ იღებს ფოტოებს, ვარჯიშობს კარატეში და წერს კომპიუტერზე ფეხებით

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....