NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ხალხო, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, სულ ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება”
საზოგადოება

“ხალხო, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, სულ ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება”

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მილოცვა:

ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, საქართველო ახლა არის რთულ სიტუაციაში – ჩვენ მოგვპარეს ახლახან სიმწრით მოპოვებული საარჩევნო გამარჯვება, საქართველოში გაჩნდნენ დამატებითი პოლიტპატიმრები, როგორიცაა დავით კარკატაძე, რომელიც მიემატა სხვა პოლიტპატიმრების რიცხვს, რომლებიც უსამართლოდ არიან საქართველოს ციხეებში, საქართველოს ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია და თითოეულ ქართულ ოჯახს, პრაქტიკულად ყველას, ძალიან უჭირს. ეს ყველაფერი ასეა და ამავე დროს, ჩვენი მტერი ცდილობს, თავს მოგვახვიოს ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, დაგვაჯეროს, რომ ჩვენ არაფერს არ ვიმსახურებთ და უკეთესი ბედი ჩვენ არანაირად არ გვექნება, ვერ მივართვით.

სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა, რომელიც მოჰყავდა წარმატების მაგალითად ყოველ კვირას, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტს, რომელზეც საუბრობდნენ აღმატებულ ტონში მთელ მსოფლიოში და რომელსაც შენატროდა მთელი ჩვენი რეგიონი, ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ, და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ არამხოლოდ ამ წარმატებას, არამედ ვიქნებით კიდევ უფრო მაგრები და ბევრად უფრო წარმატებულები, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მამოძრავებდა, მამოძრავებს და ყოველთვის იქნება ჩემთან ეს გრძნობა – საქართველოს განსაკუთრებულობის, ქართველი ერის განსაკუთრებული, ამაღლებული ადგილის მსოფლიო კონფიგურაციაში. ჩვენ ამ ადგილს აუცილებლად დავიმკვიდრებთ.

მინდა თითოეულ თქვენს ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და ყველა ჩვენგანს გამარჯვება.

ხალხო, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, სულ ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს

პოპულარული სტატიები

მრავალშვილიან დედას, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობდა, სახელმწიფოსგან ორი ბინა აქვს მიღებული

უბილეთო მგზავრობაზე შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს

მთავარი რედაქტორი

“ტანჯვა-წამებში ვართ სულ, საწყალ ხალხს სულ ყველა გვატყუებს, მიტოვებულია ხალხი“

გადასვლა....