NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა
საკითხავი

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უფ­რო­სი ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი, მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და… აფხა­ზე­თის ომმა იმ­სხვერ­პლა, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა 29 წლის ასაკ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლიტ­ველ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. “ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და და­ნა­ნე­ბია, ასეთ სი­ლა­მა­ზეს რო­გორ უნდა ვეს­რო­ლოო, თუმ­ცა მერე გვი­თხრა: ამა­ში ხომ ფულს მიხ­დიდ­ნე­ნო… და უს­ვრია” – იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აფხა­ზი სნა­ი­პე­რი ქალი ეკა ახა­ლა­ია ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს.

პორტალი “ამბები.ge” აფხა­ზე­თის ომის გმი­რის დასთან ანი მე­ნაბ­დესთან ინტერვიუს ქვეყნებს:

– ირაკ­ლი ოჯახს 29 წლის ასაკ­ში გა­მო­აკ­ლდა. მა­შინ 17 წლის ვხდე­ბო­დი და ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის. ირაკ­ლი თა­ვი­დან­ვე მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რა­შიც ჩვე­ნი დე­დის მხა­რეს, ჩვენს ბა­ბუ­ას გე­ნე­რალ ადი­უ­ტანტ ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძეს ჰგავ­და. ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა რა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მა­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს რომ ომში და­ი­ღუ­პა მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძეც, ეს რომ გა­ი­გო, იმ დღეს­ვე წა­ვი­და ომში საბ­რძოლ­ვე­ლად. გას­ვლის წინ დე­დას უკი­თხავს, არ გე­ში­ნი­აო, რა­ზეც თურ­მე უპა­სუ­ხა: “ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო”. ირაკ­ლი ომში აფხა­ზებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ წა­სუ­ლა, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა ომიც იყო…

– რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

– ჩვენ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ამი­ტომ ეს იგ­რძნო­ბო­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. ერთხელ დაბ­რუნ­და აფხა­ზე­თი­დან და მე­ტეხ­ში წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის მე­გობ­რებ­თან, სა­დაც ვი­ცეკ­ვეთ, სხვა­ნა­ი­რი ირაკ­ლი იყო, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და თუ მისი და ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და ირაკ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი და როცა მე­ო­რედ ბრუნ­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მი­თხრა, იცო­დე რამე თუ მო­მი­ვა ქორ­წი­ლი არ გა­და­დოო.

– რა იცით მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ?

– აფხა­ზეთ­ში სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­ში იყო, მტრის ზურ­გში იდგა. სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის მიხო მორ­ჩი­ლა­ძის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, ინ­ფორ­მა­ცია მოჰ­ქონ­და იქე­დან. ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ეს­რო­ლა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა. ყვე­ლა ამ­ბობს, ერთხელ და­ხა­რა თავი და მა­შინ მოკ­ლე­სო. ეს მოხ­და ტა­მიშ­თან, 17 ნო­ემ­ბერს. ირაკ­ლის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას უამ­რა­ვი ბიჭი შე­ე­წი­რა. როცა გად­მო­ას­ვე­ნეს, აფხა­ზებ­მა თეთ­რი დრო­შით მი­ა­გეს პა­ტი­ვი, ისე უყ­ვარ­დათ ის… სხვა­თა შო­რის იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ირაკ­ლი და­ე­ცა, შრო­შა­ნე­ბი ამო­ვი­და, ეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც აჩ­ვე­ნეს. დედა ამ­ბობ­და, რომ შრო­შა­ნე­ბის ად­გილ­ზე ირაკ­ლის სი­ლუ­ე­ტი და­ი­ნა­ხა. სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვაა – შრო­შა­ნე­ბი სა­მე­ფო ყვა­ვი­ლე­ბია და ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღემ­დე, ერთი კვი­რით ადრე შე­მო­დის…

– მა­მას­თან, ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

– დე­დას­თა­ნაც, მა­მას­თა­ნაც და ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მა­მის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მხრი­დან აფხა­ზუ­რი სის­ხლი ჰქონ­და, ჭა­ბუა შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი-და­დი­ა­ნე­ბის შტოს შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ჩვე­ნი დედა, მა­რი­ნა მხე­ი­ძე ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კარ­ზე მეფე ნი­კო­ლო­ზის ადი­უ­ტან­ტი იყო. ირაკ­ლის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი მებ­რძო­ლი სის­ხლი ჰქონ­და, ღირ­სე­უ­ლი ბიჭი იყო, ვაჟ­კა­ცი. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში. მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლით “მი­უ­ლო­ცეს” და­ბა­დე­ბის დღე… ქარ­თვე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ ასე­თი სი­ბო­რო­ტე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ირაკ­ლის სიკ­ვდილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა…

– ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რი ქალი ცდი­ლობ­და მისი გუ­ლის მო­გე­ბას… შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ვინ­მე­ზე?

– ირაკ­ლის ჰყავ­და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მალე და­ენგრა, ერთ წე­ლი­წად­ში კი ომში წა­ვი­და და მოკ­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩა. ოჯა­ხი მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო, შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­და… პი­როვ­ნუ­ლად შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა და ამის გამო, თით­ქოს თავს აღარ ზო­გავ­და, თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­და და­სა­კარ­გი. რო­დე­საც ბი­ჭე­ბი მისი ბრძო­ლის ეპი­ზოდს იხ­სე­ნე­ბენ, ამ­ბო­ბენ რომ სიფრ­თხი­ლეს არ იჩენ­და. აფხა­ზე­თი­დან არა­სამ­თავ­რო­ბო ჯგუ­ფი იყო ჩა­მო­სუ­ლი და მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დე­დას შე­მო­უთ­ვა­ლა, თქვენს შვილ­ზე აფხა­ზე­ბი იმ­დენ კარ­გს ამ­ბო­ბენ, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ჩემ­ზე ამის მე­ა­თედს თუ იტყვი­ან, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იქ­ნე­ბაო.

სამ­წუ­ხა­როდ, ომმა ირაკ­ლის­ნა­ი­რი ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე შე­ი­წი­რა და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ვე­დით ჩვენ აქამ­დე. ირაკ­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩა, მაგ­რამ მისი სა­ხე­ლი დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა…

***

სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი მიხო მორ­ჩი­ლა­ძე იხ­სე­ნებ­და: “ირაკ­ლი ლა­მა­ზად იბ­რძო­და, გახ­სნი­ლად იბ­რძო­და… თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე ზრუ­ნავ­და მუ­დამ. ეს ერთი შე­ხედ­ვით ელე­მენ­ტა­რუ­ლი ამ­ბა­ვია, ეს ასეც უნდა იყოს ყო­ველ­თვის, მაგ­რამ ირაკ­ლის სულ­ში ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ერ­თგვა­რი წეს­რი­გით იყო თავ­მოყ­რი­ლი. ირაკ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­რა­ინ­დო წიგ­ნე­ბი­დან ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ზუს­ტით გად­მო­სუ­ლი ის მა­მა­ცი მებ­რძო­ლი იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­საკ­ვირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და­ი­დო სულ მოკ­ლე ხან­ში. ირაკ­ლი გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­ე­წი­რა, – ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი უკვე უსაფრ­თხო ად­გი­ლას ჰყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი… ის, რაც ირაკ­ლიმ გა­ა­კე­თა – გმი­რო­ბაა… მოკ­ვდა ლა­მა­ზი და სუფ­თა სიკ­ვდი­ლით…”

პოპულარული სტატიები

,,ურმებზე 500 ლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა”

მთავარი რედაქტორი

როგორ გახდა 22 წლის ანანო ვეკუა პირველი ქართველი მეღვინე გოგო სამხრეთ აფრიკაში?

მთავარი რედაქტორი

“25 წელია ჩუმად ვარ… მე დედაშვილობას ვუღალატე… სიკვდილს შევატოვე ხელში… შვილები ვარჩიე…”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....