NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ძალიან ვწუხვარ რომ აქამდე არ მცნობიხართ!  მშვიდობით აქაც და რეალშიც”
საზოგადოება

“ძალიან ვწუხვარ რომ აქამდე არ მცნობიხართ!  მშვიდობით აქაც და რეალშიც”

ირინა სარიშვილი თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმის ფაქტზე საზოგადეობის ნაწილის რეაქციას სოციალურ ქსელში ასე აფასებს:

“ვნახე რამდენიმე სრულიად სამარცხვინო, გულისამრევი სტატუსი, სადაც იწონებენ თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე განხორციელებულ თავდასხმას. საბედნიეროდ, რაც ჯერჯერობით ვნახე, არცერთი ამ ამაზრზენი სტატუსის ავტორი ჩემი მეგობარი არ არის არც აქ და არც რეალში. მაგრამ ამ სტატუსებს ეთანხმება ზოგიერთი ჩემი აქაური და რეალური მეგობარი ან კარგი ნაცნობი – უმეტესობა მათგანი ნაცების უსამართლობით აღშფოთებული ჩემთან ერთად აპროტესტებდა ძალადობას და უსამართლობას,
მოკლედ რაც არასდროს გამიკეთებია იმას ვამბობ:
მე, რომელსაც უპრობლემოდ შემიძლია ნებისმიერი განსხვავებული აზრის ატანა, ყველაზე მიუღებლისაც კი, და არა მარტო ატანა, არამედ მეგობრობაც, გთხოვთ ყველას, ვისაც მოგწონთ კაცს რომ უკნიდან ეპარებიან ლაჩრულად და ისე ჩაცხებენ. ზოგადად, ფიზიკურად როცა უსწორდებიან ადამიანს, რომლის პოზიციაც არ მოწონთ, დაახვიეთ ჩემგან აქედანაც და ცხოვრებიდანაც. შეგიძლიათ სადმე თუ შემხვდებით გამარჯობაც არ მითხრათ – მეც ერთ–ერთი იმათგანი ვარ, ვისაც თქვენი მოწონებული არაკაცები ხვალ შეიძლება ქუჩაში გაუსწორდნენ!
ძალიან ვწუხვარ რომ აქამდე არ მცნობიხართ!
მშვიდობით აქაც და რეალშიც!” – წერს სარიშვილი.

პოპულარული სტატიები

“სააკაშვილი ბიზნესებისთვის კატასტროფა იყო”

ნიკა გვარამია – თავს ვგრძნობ გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ

მთავარი რედაქტორი

ორი მცირეწლოვანი ერაყში ტყვეობაში იმყოფება – ნაცემ ბავშვებს დედას ინტერნეტით ანახებდნენ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....