NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო…”
საკითხავი

“ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო…”

“გზა­დაგ­ზა ქარ­თულ წარ­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი, სოფ­ლის ბა­ნე­რებ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ზე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და გული ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბო­და… ჩვე­ნი, ქარ­თულ­წარ­წე­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის და­ნახ­ვა­ზე ად­გი­ლობ­რო­ი­ვე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და ჩვენ­თან სა­უ­ბარს იწყებ­დნენ, ძვე­ლი, კა­ხეთ­ში უხუ­ცე­სი ხალ­ხის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბით… თით­ქოს დრო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ემო­ცი­ე­ბი ყელ­ში მი­ჭერ­და…” – ასე იხ­სე­ნებს ფე­რე­დან­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ მი­ღე­ბულ ამა­ღელ­ვე­ბელ ემო­ცი­ებს უზი­ა­რებს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს.

– ყო­ველ­თვის მინ­დო­და იქ ჩას­ვლა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც აქამ­დე ვერ მი­ვა­ხერ­ხე. იქ მი­ღე­ბუ­ლი, სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი, ამ­დე­ნი წლის ლო­დი­ნად ღირ­და! ირან­ში, ქა­შან­ში, ის­პა­ჰან­სა და ფე­რე­ი­დან­ში ტუ­რით ჩა­ვე­დით. ცა­მეტ­ნი ვი­ყა­ვით…

ფე­რე­ი­და­ნის ტური, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა… ჩვე­ნი ჩას­ვლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯერ­მა იცო­და. გზა­ში, რო­გორც იქა­უ­რო­ბას მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, შემ­ხვედ­რი მან­ქა­ნე­ბი შუ­ქე­ბის ან­თე­ბით გვე­სალ­მე­ბოდ­ნენ. ვი­კი­თხე – რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ასე ხვდე­ბი­ან ქარ­თულ სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი­ან მან­ქა­ნებ­სო….

სო­ფელ მარ­ტყოფ­ში რომ ჩა­ვე­დით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მოგ­როვ­და – გა­ი­გეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან თბი­ლად გვხვდე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან, ქა­ლე­ბი თავს იკა­ვებ­დნენ და ფან­ჯრე­ბი­დან გვი­ყუ­რებ­დნენ, შემ­დეგ მა­მა­კა­ცებ­მა დარ­თეს ნება და გო­გო­ნე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ…

– სოფ­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ჰქვი­ათ, არა?

– დიახ. ფე­რე­ი­დან­ში ასეა. იქი­დან ჩუ­ღუ­რეთ­ში წა­ვე­დით და მარ­ტყო­ფე­ლე­ბი უკან მან­ქა­ნით გა­მოგ­ვყვნენ – ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო ეცო­ტა­ვათ და იმი­ტომ გა­მოგ­ყვნე­ნო, ამიხ­სნეს. ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე, რო­დე­საც ვნა­ხე, რომ თით­ქმის ყვე­ლა მარ­კეტს, მა­ღა­ზი­ა­სა და სახ­ლებ­ზე, სპარ­სულ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი იყო… “დი­დე­ბა უფალს”, “იხა­რე ქარ­თვე­ლო”, “სა­ქარ­თვე­ლო სამ­შობ­ლოა” – ასე­თი ტი­პის ფრა­ზე­ბი იყო…

– ერ­თმა­ნეთ­ში რა ენა­ზე სა­უბ­რობ­დნენ?

– მხო­ლოდ ჩვენ­თან კი არა, ან ჩვენს გა­სა­გე­ბად სა­უბ­რობ­დნენ, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ თურ­მე, რა­მაც კი­დევ უფრო ამი­ჩუ­ყა გული… ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ერ­თმა­ნეთს ქარ­თუ­ლად ეკი­თხე­ბოდ­ნენ: რა ხდე­ბაო? გვე­ფე­რე­ბოდ­ნენ – “ნა­მა­ზი” ხალ­ხი ხარ­თო. შემ­დეგ აგ­ვიხ­სნეს, ლა­მაზს ნიშ­ნავ­სო…

იქი­დან სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში წა­ვე­დით და იქაც იგი­ვე დაგ­ვხვდა… თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და და ჩვე­ნიც ეს­მო­დათ. თა­ვი­დან ერი­დე­ბო­დათ, ჩვენს ნა­უ­ბარს ვერ გა­ი­გებ­თო… შემ­დეგ ვუ­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მი­სო, უფრო გა­იხ­სნენ… ცუდი ამინ­დი იყო, ძა­ლი­ან ცი­ო­და და ვაშ­ლო­ვან­ში ჩვე­ნი მის­ვლა ვერ გა­ი­გეს. ქუ­ჩა­ში ბავ­შვე­ბი შევ­ნიშ­ნეთ და გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გაგ­ვცეს. ცოტა რომ დავ­შორ­დით, და­ვუ­ძა­ხე: მო­დით ჩვენ­თან-მეთ­ქი და მო­მა­ძა­ხეს – შენ თვი­თონ მო­დიო… მათ­თან რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე, თუ რო­გორ სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად…

შემ­დეგ იქა­უ­რი ქალი გა­მო­ვი­და და ჩა­ი­ზე დაგვპა­ტი­ჟა. ამ­დე­ნი დრო არ გვქონ­და და უა­რის თქმა და­ვა­პი­რეთ, მაგ­რამ შემ­დეგ ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოგვ­თხო­ვა, – რო­გორ, ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­მო­სუ­ლი ხართ და სტუმ­რად არ შე­მოხ­ვალ­თო?! უარს აზრი არ ჰქონ­და. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა იქ შე­ვიგ­რძე­ნი, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და, შვილს და­უ­რე­კა – ქარ­თვე­ლე­ბი გვყავს სტუმ­რა­დო…

– ქარ­თულ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ?

– ასე, თქვენ­სა­ვით სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გვას­წავ­ლე­სო, გვი­თხრეს. ჩურ­ჩხე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარ­სო… მათ­თან სა­უბ­რი­სას ჩემი მოგ­ვა­რე­ე­ბი, ხა­ტი­აშ­ვი­ლე­ბი ვი­პო­ვე. ისი­ნიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა, ვი­საც კი მი­ვე­სალ­მე­ბო­დით – “სახ­ჩი” წა­მო­დი­თო გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ…

ვაშ­ლო­ვან­ში, ერთ-ერთ სახ­ლს “სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო” ეწე­რა და ოთხი­ვე კე­დელ­ზე ქარ­თუ­ლი ლექ­სი იყო ამოტვიფ­რუ­ლი… ძი­რი­თა­დი გვა­რე­ბი: ონი­კაშ­ვი­ლი, სე­ფი­აშ­ვი­ლი, იო­სე­ლი­ა­ნი, გუ­გუ­ნაშ­ვი­ლი… თუმ­ცა, და­ბო­ლო­ე­ბა შვი­ლი აღარ აქვთ, ჩემი მოგ­ვა­რე­ე­ბი ხა­ტი­კა­ნად იწო­დე­ბი­ან, თუმ­ცა, თა­ვი­სი ძი­რძვე­ლი გვა­რი ყვე­ლამ იცის… ჩემ­მა მოგ­ვა­რე­ებ­მა, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით მი­თხრეს – წარ­მო­შო­ბით სიღ­ნა­ღი­დან ვარ­თო… ეს სი­ტყვე­ბი ისე წარ­მოთ­ქვეს, რო­გორც ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­გან რომ მაქვს მოს­მე­ნი­ლი…

ბო­ლოს, ერთ-ერთ ქარ­თულ კა­ფე­ში შე­ვე­დით სა­ვახ­შმოდ და იქი­დან გა­მო­სუ­ლებს, თოვ­ლი დაგ­ვხვდა. თურ­მე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თოვს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გვი­თხრეს – ბედ­ნი­ერ ფეხ­ზე მო­სულ­ხარ­თო. სას­ტუმ­რო­ში კი­დევ ერთი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი მოგ­ვად­გა, რო­მე­ლიც იმ დღე­ებ­ში ერთ-ერთი სო­ფელ­ში ვნა­ხეთ. ახალ­გაზ­რდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბიჭი, ქოლ­გა ეხუ­რა – თქვე­ნი ჯგფუ­ის წევ­რმა ჩემი ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა, შემ­პირ­და გეს­ტუმ­რე­ბით და რა­ტომ და­მა­ღა­ლა­ტეთ, გე­ძებ­დი­თო…

ემო­ცი­ე­ბის­გან ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დით… ღა­მის 11 სა­ა­თი იყო, მაგ­რამ უარი ვერ ვუ­თხა­რით. ოჯახ­ში ეტყო­ბო­დათ, რომ მთე­ლი დღე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იფუს­ფუ­სეს, რად­გან გვე­ლოდ­ნენ. სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, “სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის” ჰქონ­დათ ჩარ­თუ­ლი და ეს იყო ბოლო აკორ­დი, – მო­ზღვა­ვე­ბულს ემო­ცი­ებს გზა გა­ვუხ­სე­ნი და ვი­ტი­რე…

გვი­თხრეს, აქე­და­ნაც ჩა­დი­ან ჩვენ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მათ­თვის, ვინც ამას ვერ ახერ­ხებს, ქარ­თვე­ლე­ბის სტუმ­რო­ბა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ჰგავ­სო!”

“ამბები.ჯი”

პოპულარული სტატიები

რა განძი გადამალეს ქართველებმა არაბთა შიშით და ვისი დახმარებით მოიგერიეს ანაკოფიასთან მურვან ყრუ?

მთავარი რედაქტორი

სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

მთავარი რედაქტორი

“რატომ რისკავთ ბავშვების სიცოცხლეს სულელური ფოტოების გამო?”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....