NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე”
პოლიტიკა

“ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე”

“ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ ლაივ ვიდეოში გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ განათლების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს.
“განათლების რეფორმის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს. ჩვენ, დაახლოებით, სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი. ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება და საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განათლების სექტორს სტაბილურად ჰქონდეს ჩვენი ეკონომიკის არანაკლებ 10-11%-ისა. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შეიქმნას ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოპულარული სტატიები

„გზა ციხის საკნისკენ დაწყებულია… დღეს თავად მას ამოარტყეს პანჩური“

მთავარი რედაქტორი

“მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო”

მთავარი რედაქტორი

ევროპაში ლეგალური სამუშაო, საპრეზიდენტო ფონდის გადანაწილების ახალი წესი

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....