NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჩემი სურვილით გადავრიცხე სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში თანხა, მე მხარს ვუჭერ მას!”
საზოგადოება

“ჩემი სურვილით გადავრიცხე სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში თანხა, მე მხარს ვუჭერ მას!”

ჩემი სურვილით გადავრიცხე სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში თანხა, რომელიც იყო ჩემი დანაზოგი. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, ვამაყობ ამით და ვხედავ ძალიან ნათელ მომავალს მასთან ერთად, – ამის შესახებ მედიასთან მოდელმა თაკო ჩხეიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 15 წელია, სალომე ზურაბიშვილს იცნობს, ის არის ქართველი და ასევე, ევროპელი.

„სალომე ზურაბიშვილი არაჩვეულებრივი ქალბატონია, ვიცნობ მის ოჯახს, ვიცნობდი მის არაჩვეულებრივ დედას და არაჩვეულებრივ მეუღლეს. მჯერა ამ ქალბატონის, ვიცი, რომ ეს ქალი არის ქართველი და ასევე ევროპელი და მე ხმას ვაძლევ ევროპას.

აუცილებლად დავუჭერდი მხარს, ყოველთვის ვუჭერდი მხარს, სადაც იყო. მჯერა მისი და რაც შეეხება ცუდ და შავ კამპანიას, მე არ ვაქცევ ყურადღებას. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ ერთმანეთს არჩევანს“, – აღნიშნა თაკო ჩხეიძემ.

მოდელმა თაკო ჩხეიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 6 000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა მეუღლემ 59 958 ლარი.

პოპულარული სტატიები

მინდა, საზოგადოებას გადავუხადო მადლობა ასეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ-ბიძინა ივანიშვილის განცხადება

მთავარი რედაქტორი

“არც ერთ სანამცხვრესა თუ რესტორანში არ მომემსახურნენ, იმიტომ რომ თან ბერი მახლდა!“

მთავარი რედაქტორი

ტაქსებზე საჯარიმო სანქციები იცვლება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....