NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”
საზოგადოება

“ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ამ დღეს ჩემი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს ჩემს შვილთან ერთად ის საქართველოს ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციის მონაწილეებს მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა. „მე იმ დღის მეშინია, როცა თემირლანის მკვლელობიდან ერთი წელი გავა. ვაითუ არ დაისაჯონ მკვლელები. მე აქ დღემდე თქვენი მხარდაჭერით მოვედი. ღმერთმა მოგვცეს იმის შნო, მართლა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან სისხლით მოსულები”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.

გუშინ ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. იქ  ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოპულარული სტატიები

“რადგან ასე აეწვათ კუდი, ე.ი ჩვენმა განცხადებამ ფუნქცია შეასრულა”

მთავარი რედაქტორი

“იმ არა­კა­ცის კი­სერ­ზე იყოს არ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ცოდ­ვა” – რა მოხდა აფხაზურ ქორწილში?!

მთავარი რედაქტორი

“არ მინდა ოდესმე სქურზე წარსულ დროში ვილაპარაკო”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....