NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ღვინის მაღაზიებსა და მცირე მარნებზე
ბლოგი კულტურა მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ღვინის მაღაზიებსა და მცირე მარნებზე

   საზღვრების ჩაკეტვამ და ფაქტობრივად მეორე ტურისტული სეზონის ჩაგდებამ მნიშვნელოვნად დაააზარალა ღვინის მაღაზიები და მცირე მარნები, რომელთაც საშუალება არ აქვთ ღვინო ეკონომიკისა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების გარეშე, ექსპორტზე გაიტანონ. 

    მოგეხსენებათ საქართველომ პანდემიის შემდგომ,საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნა. ევროკავშირის ამსახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვისსაზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.

    ივნისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ წევრქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, საზღვრები გაუხსნანკორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხოქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. ევროკავშირისსახელმწიფოები გადაწყვეტილებასინდივიდუალურად იღებენ. ამის ფონზე საქართველოში ტურისტული სეზონი ჩავარდა, თუ როგორ დააზარალა კოვიდ-19 ის მიერ, გამოწვეულმა პანდემიამ ღვინის ის მაღაზიები, რომლებიც თბილისში ტურისტულ ადგილებზეა და ძირითადად, ამ სეგმენტზეა გათვლილი.

    თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ამაღლების 8ნომერში არსებულ ღვინის მაღაზის (wine market) მფლობელ ნინი ონაშვილს, რომლის მიზანიც ღვინის კულტურის გაზრდა, ტურისტებისთვის ღვინის კულტურის გაცნობა და მცირე მეწარმეებისთვის დახმარების სურვილი იყო.

რა ხდებოდა პანდემიამდე? რამდენად ხშირად სტუმრობდნენ თქვენს მაღაზიას ტურისტები?

სიტუაცია იყო ძალიან კარგი, საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე, ამას ისეთი სარგებელი არ ჰქონდა, რომ ფინანსური მატემა მქონოდა, თუმცა მაღაზია ზარალზე არ მიდიოდა, თანამშრომლებსა და საკუთარ თავს ინახავდა. გვქონდა გაფართოებისა და მომავლის იმედი, ამ წელს თუ არა მომავალ წელს მაინც. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. ადგილიდან გამომდინარე, რადგან მაღაზია ძველ უბანშია ტურისტზე ვიყავით გათვლილი. არ მიფიქრია რომ როდისმე ტურისტული ქვეყანა აღარ ვიქნებოდით.

როდესაც გაიგეთ რომ უნდა დაგეკეტათ მაღაზია, როგორი მზაობა გქონდათ? იყო თუ არა მაღაზია მზად გადაეხადა თანამშრომლებისთვის ხელფასი?

არანაირი მზაობა არ გვქონია, მარტში ერთ დღეს გავიგე, რომ მეორე დღეს მაღაზიას ვეღარ გავაღებდი, არ იქნებოდა ტრანსპორტი, არ ვცხოვრობთ ახლოს მაღაზიასთან და შესაბამისად, ვერავინ ვერ ვივლიდით. არანაირი გადანახული ფული, პლიუს ქირა იყო სახლდელი, მადლობა მოიჯარეს იმისთვის რომ პანდემიის დროს ქირას არ იღებდა, თუმცა თანამშრომლები უხელფასოდ დამრჩნენ და ვიხდიდი კომუნალურებს.

იყო თუ არა რაიმე შეღავათი სახელმწიფოს მხრიდან, საუბარი ამასთან დაკავშირებით, გვერდით დადგომოდნენ ამ ბიზნეს..

არასდროს, არცერთ ბრიფინგზე, იმ გაჭირვების სამ თვეში არავის არაფერი უხსენებია ჩვენისთანა ბიზნესის შესახებ, არცერთი სიტყვა. ისიც კი არ ყოფილა, როდის უნდა გავხსნილიყავით, მაგალითად, როგორც ბარები, სუპერმარკეტები და ა.შ. ცალკეც კი არ ვიყავით ნახსენები. რომ ვრეკავდი ცხელ ხაზზე და რომ ვეუბნებოდი, ვარ ღვინის სარდაფი და რას უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ გავიხსნა – არავის პასუხი არ ჰქონდა.

არავის უხსენებია ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ გარედან შემოსულ ხალხზე, ტურისტებზე დამოკიდებული ადამიანები. განვითარდა შიდა ტურიზმი, მაგრამ შიდა ტურიზმი, რამდენად უწყობს ხელს გადარჩეს მსგავსი ბიზნესი?

შიდა ტურიზმის განვითარებას ხელი რითი შეუწყეს არ ვიცი, იმით რომ ხალხს უთხრეს, წადით საქართველოში დაისვენეთ? თუ არ გაუშვებ ადამიანს გარეთ ის დასასვენებელ ადგილს იპოვის იქ, სადაც არის. ხელშეწყობა არაფერი ყოფილა. ჩემთვის და ჩემნაირი ბიზნესისთვის შიდა ტურიზმის განვითარებას არაფერი პლიუსი არ ჰქონია. დასვენებას არ ეხება, ვერს იმას ვერ ვიტყვი რომ სახელმწიფომ წაახალისა შიდა ტურიზმი. რაც შეეხება რეგულაციებს ეს იყო პირბადე, დეობარიერი, სიცხის გასინჯვა, სტანდარტული. პრობლემა არის ისე რომ არ გვყავს მომხმარებელი, რადგან ვმუშაობდით ტურისტებზე. ის ხუთი ქვეყანა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. პირდაპირ ვართ დამოკიდებული ტურიზმზე, ტურისტისთვის მიმზიდველი და იაფი ქვეყანა ვართ.

თუ ფიქრობთ რაიმე პეტიცია შეადგინოთ, ეს ხომ არაა მხოლოდ ერთი მაღაზიის პრობლემა, თუ ისაუბრეთ ამ თემაზე
კომუნიკაცია არ გვქონია.

ღვინის მაღაზიებთან ერთად, პანდემიამ, რა თქმა უნდა, ღვინის მწარმოებლები დააზიანა, განსაკუთრებით ეს მცირე მარნებზე აისახა, რომელსაც მზაობა აქვს ამ პირობებში ექსპორტის და დახმარებას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ღვინის კომპანია winomi-ის წარმომადგენელ, გიორგი შოშიტაშვილს, რომელმაც მცირე მარნების პრობლემები გაგვიზიარა: მისი თქმით, სეზონურად იცვლება ღვინის გაყიდვები, მათი ღვინო 20-მდე მაღაზიაში იყო წარმოდგენილი და პანდემიის შემდგომ, იძულებულები გახდნენ, ხუთი ობიექტიდან გამოეტანათ ღვინო, ეს რა თქმა უნდა, მომხმარებლის შემცირებამ გამოიწვია. მათ მომხმარებელს ძირითადად ტურისტები შეადგენენ.

„უმეტესწილად გათვლილი ვართ ტურისტზე, ქვეყანაში ტურისტების არყოფნის გამო, ბოთლის ღვინო ისე არ იყიდება. არიან ობიექტები, რომლებიც ქართველ მომხმარებელზეა გათლილი, მაგრამ წინა წელთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია ჩვენთვის. კოტე აფხაზის ქუჩაზე თითქმის ყველა ობიექტი დაიკეტა, თუ იყო ღვინის ოცი მაღაზია, დარჩენილია ორი-სამი და ისინიც დაკეტვას აპირებენ. სახელმწიფოსგან, მცირე მარნები, ვერანაირ ხელშეწყობას ვერ ვგრძნობთ. საზღვრები თუ არ გაიხსნება იქნებ ექსპორტში მაინც დაგვეხმარონ. შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. რაც შეეხება შიდა ტურიზს ის ყოველთვის იყო, სახლემწიფოსგან ხელშეწყობა შიდა ტურიზმზე რას ნიშნავს არ მესმის. თუ სახელმწიფო საზღვრებს არ გახსნის, იმაში მაინც დაგვეხმაროს რომ ექსპორტე გავიდეთ.

პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც მცირე მაღაზიებს დახურვა მოუწიათ, რადგან მზად არ იყვნენ, არ ჰქონდათ საშუალება ადაპტირებულიყვნენ ახალ გარემოსთან. შეექმნათ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ან უზრუნველყოთ თანამშრომელთა გადაადგილება. როგორც „ღვინის ბიბლიოთეკის“, მარკეტინგის წარმომადგენელი მარიამი, ჩვენთან საუბრისას ამბობს: ქართველ მომხარებელზე გათვლილ, ღვინის მაღაზიას, არ გასჭირვებია მარტივად გადაწყობილიყო მიწოდების სერვისზე. მისივე თქმით, მათ კარანტინის პერიოდში ერთი დღეც არ დაუსვენიათ. მართავდნემეღვინეებთან ონლაინ შეხვედრებს და ცდილობდნენ მომხმარებელს სტრესის შემსუბუქებაში დახმარებოდნენ.

„არცერთი თანამშრომელი კორონას გამო არ გაგვიშვია, ყველა იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რეგულაციების შემსუბუქების შემდგომ, დავუბრუნდით სამუშაო ადგილებს და ყველანაირი რეკომენდაციის დაცვით ვმასპინძლობთ ჩვენს სტუმრებს“ – გვიზიარებს მარიამი.

შესაბამისად, გამოიკვეთა პრობლემა იმ ღვინის მაღაზიებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც ტურისტებზე იყვნენ გათვლილი. კოვიდ-19 შემთხვევების მატებასთან ერთად, უცნობია სრულად გაიხსნება თუ არა საზღვრები, ამასთანავე ტურისტულად აქტიური სეზონიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს კი ღვინის მაღაზიებთან და მცირე მარნებთან ჯერაც არ დაუწყია დიალოგი.

 

ავტორი: ია გელიტაშვილი

პოპულარული სტატიები

“ციხეში კვირა დღეს მეც შევსულვარ”

მთავარი რედაქტორი

იღებს თუ არა ხეოფსის პირამიდის იდეა სათავეს საქართველოდან?

მთავარი რედაქტორი

რევოლუციის სტარტი თელავიდან?

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....