NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » შსს-ში 51-ე სკოლის 5 მოსწავლესა და პედაგოგს კითხავენ
ახალი ამბები მთავარი გვერდი პოლიტიკა

შსს-ში 51-ე სკოლის 5 მოსწავლესა და პედაგოგს კითხავენ

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში 51-ე სკოლის 5 მოსწავლეს კითხავენ. მათი ნაწილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველია, ნაწილი 51-ე სკოლაში დაწყებული კონფლიქტის მონაწილე.

არასრულწლოვნების ნაწილი შსს-ში მშობლებთან ერთად, ნაწილი კი ადვოკატებთან ერთად მივიდა.

ოთხი საათია, ისინი უწყებაში იმყოფებიან. მათ გამოძიებისთვის ჩვენება ადრე უკვე მიცემული აქვთ, თუმცა, უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს.

გახარიას უწყებაში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის ერთი პედაგოგიც იმყოფება.

მოსწავლეების ნაწილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის უშუალო თვითმხილველია. ისინი მოწმის სტატუსით იკითხებიან.

პოპულარული სტატიები

“9 წელიც მონა იყავი და ზევიდან მე-6 წელია მონა მორჩილებას აგრძელებ! მხოლოდ პატრონი გამოგეცვალა”

მთავარი რედაქტორი

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა

მთავარი რედაქტორი

წვიმის შედეგები

გადასვლა....