NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ
სიახლეები

შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, შს სტრუქტურაში მომუშავე პირების ნაწილი ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს.

„შეირჩევიან სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე გამორჩეული, პროფესიონალი, საკუთარი საქმისადმი ერთგული მოსამსახურეები. კანდიდატთა შერჩევის შემდგომ დოლურის პრინციპით, მოხდება ამ კანდიდატებიდან გამარჯვებულების გამოვლენა, რომელთაც მიეცემათ ბინების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობა. ეს მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს განცხადებით, თანხის 40%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, დარჩენილ 60%-ს კი თავად ბენეფიციარი ან საკუთარი სახსრებით დაფარავს ან შეღავათიან იპოთეკურ სესხს მიიღებს.

პოპულარული სტატიები

გაუსაძლისი მდგომარეობა სადგურის მოედანზე

მთავარი რედაქტორი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტაქსის 11 მძღოლი მოკლეს

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში გამოიწვია

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....